logo
ENG



ჰელსინკის კომისია: ვულოცავთ ქართველ ხალხს დღევანდელ ისტორიულ მიღწევას ევროზე

27 ივნ 202401:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/xcv1ngdvuif2gyw.jpg

ჰელსინკის კომისია საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ულოცვას. 

"ვულოცავთ ქართველ ხალხს დღევანდელ ისტორიულ მიღწევას ევროზე. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს", - წერს კომისია. 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ისტორიულ მატჩში დაამარცხა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა. 

მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის. 

ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.


close დახურვა