logo
ENG



ოკუპანტებმა ვოლნიანსკზე იერიში მიიტანეს, რის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

29 ივნ 202420:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/7uamwd646whm6xz.png

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე იერიში მიიტანეს, რის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვო ავრცელებს.

როგორც ფედოროვმა აღნიშნა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაღაზია და საცხოვრებელი სახლი. მისივე თქმით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ფედოროვი ამბობს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ექიმები ეხმარებიან.


close დახურვა