logo
ENG



ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

02 ივლ 202409:27
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მათ რამდენიმე საათია გულშემატკივრები და მხარდამჭერები ელოდებიან. 

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 07:30-ზე ჩამოფრინდებოდა, თუმცა რეისი თითქმის ორი საათით გადაიდო.

დღეს კი, 2 ივლისს, 21:30 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

EURO 2024-ზე საქართველო ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდა. ეროვნული ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ჩეხეთთან მატჩი ფრედ დასრულდა, პორტუგალია კი 2:0 დაამარცხა, რითაც საქართველო მერვედფინალში გავიდა. 30 ივნისს საქართველო მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 4:1 დასრულდა. ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატს გამოეთიშა.


close დახურვა