logo
ENG



აითაჯ შახმიროვას მამა: ყველა, ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს

02 ივლ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/p2hsv3lx1dr5k7i.jpg

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმიროვას მამა, ისა შახმიროვი ამბობს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს, მათ შორის მისი ცოლიც.

"ვინც დამნაშავეა უნდა დაისაჯოს, ვინც ჩემი შვილი მოკლა, სასამართლოზე ვითხოვე სამუდამო, ჩემი ცოლიც დამნაშავეა და ისიც დაისჯება", - განაცხადა ისა შახმიროვამ.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული  - აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა და მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

2023 წლის 16 ოქტომბერს ფორმულამ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.

 


close დახურვა