საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კანდიდატების მოსმენა იწყება, განაცხადი წარდგენილი ჰქონდა 11 პირს, აქედან 5 დახარვეზებულია. პროკურორობის არჩევის ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია, ქართულ ოცნებას კი არც დაუმალავს, რომ რჩეული უკვე ჰყავს. ვარაუდობენ, რომ ახალი პროკურორი გადამდგარი ირაკლი შოთაძის მოადგილე გახდება. გიორგი გაბიტაშვილს შოთაძის გარდა უმუშავია ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ კიდევ ორ პირთან - თადუმაძესთან და ფარცხალაძესთან. საპროკურორო საბჭოზე კანდიდატებთან გასაუბრება ხვალ დილით დაიწყება.