logo
ENG



ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პატრიარქს შეხვდნენ

04 ივლ 202423:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/04/8y1n865e1586vwj.jpg

საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლები პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ. როგორც პირველი არხი ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა.

როგორც კადრებიდან ჩანს, შეხვედრაზე იყვნენ გიორგი მამარდაშვილი ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე და გაბრიელ სიგუა. 

პირველი არხი ფეხბურთელების კომენტარებს ავრცელებს:

გიორგი მამარდაშვილი: "პირადად ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო უწმინდესთან შეხვედრა. დღეს ეს ოცნება ამიხდა და მადლობელი ვარ ამისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ალბათ არავინ ელოდა, რომ აქამდე გავიდოდით და ასეთ თამაშებს ვაჩვენებდით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ რთული მატჩების დროს გვერდით გვედექით. მადლობა მთელ საქართველოს, რადგან გერმანიაში გამოჩნდა ის ქართული ძალა და სული, რაც გვაქვს. ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ მსოფლიოს ვაჩვენეთ".

ოთარ კიტეიშვილი: "რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. დიდი მადლობა მას მასპინძლობისა და ლოცვა-კურთხევისთვის. ის ჩვენ მიმართ, ნაკრების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ვფიქრობ, მისი ლოცვა-კურთხევა ევროპის ჩემპიონატზე მუდამ გვეხმარებოდა. პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია".


close დახურვა