logo
ENG



"ევროპას მშვიდობა სჭირდება", - ორბანი პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე

05 ივლ 202420:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/ird0c8pzrs5x99t.png

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამ-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.

"ევროპას მშვიდობა სჭირდება", - განაცხადა ორბანი. მისი თქმით, მშვიდობა "საკომუნიკაციო არხების" გარეშე ვერ დამყარდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას სურდა სცოდნოდა რას ფიქრობს პუტინი "არსებულ სამშვიდობო ინიციატივებზე" და ცეცხლის შეწყვეტის იდეაზე, ასევე "რა თანმიმდევრობით შეიძლება განხორციელდეს ისინი".

"პრაქტიკულად არ დარჩენილა ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ ორივე მხარესთან, ამიტომ ვიყავი კიევში ამ კვირაში და ახლა მოსკოვში. მე გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას", - თქვა ორბანმა.

თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის შეწყვეტის შემდეგ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. მან ასევე გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ რუსეთი არ ეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, რადგან უკრაინამ შესაძლოა გამოიყენოს დროის ინტერვალი დანაკარგების აღსადგენად.


close დახურვა