logo
ENG



კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

08 ივლ 202418:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/cbtt9kouhc8bn9m.png

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"კიევში 20 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა. კერძოდ, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია"- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 31 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

მათ შორის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა ბავშვთა საავადმყოფო უკრაინაში.

 

 

 


close დახურვა