logo
ENG



ელჩის თქმით, საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს

11 ივლ 202418:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/euygg3slx7uxwh9.jpg

ელჩ შერაზ გასრის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ მან ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

"27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“, – აღნიშნა გასრიმ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი გაყინა. გარდა ამისა, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან მიმართებაში დამატებთ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. 

ყველა ეს გადაწყვეტილება კი ელჩებმა რუსულ კანონსა და დემოკრატიის კუთხით მთავრობის უკუსვლას დაუკავშირეს. 


close დახურვა