logo
ENG



ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა

15 ივლ 202423:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/uqfkxw4lve0xgdt.jpg

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ტრამპმა ეს საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social
დაპოსტა.

"ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, მრავალი სხვა ადამიანის ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციისთვის ყველაზე შესაფერისი ადამიანი არის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოდან" - წერს ტრამპი.

ჯეიმს დევიდ ვენსი 39 წლის რესპუბლიკელი სენატორია ოჰაიოს შტატიდან. ის ამ თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს.

დღეს, 15 ივლისს მილოუკში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა დაიწყო. ყრილობა 18 ივლისამდე გაგრძელდება. დელეგატები დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ.


close დახურვა