logo
ENG



მეთიუ მილერი: საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია

16 ივლ 202422:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/iwyuvlokwkj15lb.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე საქართველოს კონტექსტში ვაშინგტონის NATO-ს კომუნიკეზე ჰკითხეს, რომელშიც საქართველო წინა წლებთან შედარებით ერთხელ არის ნახსენები და არაფერია ნათქვამი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა გრძელდება, მაგრამ მთავრობამ სხვაგან გადაუხვია.

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს ფუნდამენტურად შეცვალა საქართველოს ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპის ქვეყნებთან. 

"ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებმა ფუნდამენტურად შეცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, სხვა ქვეყნებთანაც, ევროპაში", - თქვა მეთიუ მილერმა. 


close დახურვა