logo
ENG



"ვდგები თქვენ გვერდით" - უშიკიშვილი ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა

17 ივლ 202422:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/17/u80qfi4sdxqivjv.jpg
კადრი ვიდეოდან / TV პირველი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა. 

უშიკიშვილის განცხადებით, ახლა ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და ის საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა დაუკავშიროს. 

"ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა. სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიციები უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენ გვერდით, რათა ჩემი და ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში", - განაცხადა უშიკიშვილმა. 

ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. 

 

 

close დახურვა