logo
ENG



იურიდიულმა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა

18 ივლ 202412:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/18/9zknjvs1lu8xz1q.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თანახმად, საკითხს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, დღესვე უყრიან კენჭს.

11 ივლისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. გიორგი გაბიტაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილეა.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.


close დახურვა