logo
ENG



ზელენსკის თქმით, ტრამპთან მუშაობა რთული იქნება, მაგრამ შრომისმოყვარეები არიან

19 ივლ 202402:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/19/kf3ugscp3it8drz.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დონალდ ტრამპთან მუშაობა "რთული იქნება, თუმცა ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ".

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა იმუშაოს ყველასთან, ვინც ამერიკის ხელისუფლებაში იქნება.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ოჰაიოს შტატის სენატორი, 39 წლის ჯი დეი ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. წარსულში ვენსს ნათქვამი აქვს, რომ მისთვის სულ ერთია, რა მოუვა უკრაინას. აღნიშნულმა წარდგენამ ბევრში ეჭვი გააჩინა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შემცირდება.

"შეიძლება მისთვის მართლაც სულ ერთია, მაგრამ აშშ-თან უნდა ვიმუშაოთ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებოდა, სადაც ხუთშაბათს სიტყვით გამოვიდა. ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტრამერს შეხვდა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას დაჰპირდა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

"არ მგონია, რომ ბრიტანეთის პოზიცია შეიცვლება. მაგრამ მსურს რომ ბატონი სტრამერი განსაკუთრებული გახდეს - საერთაშორისო პოლიტიკის, მსოფლიო უსაფრთხოების, უკრაინაში ომის თვალსაზრისით', - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დაამატა, რომ უკრაინას "არა უბრალოდ ახალი ფურცელი, არამედ ძალა სჭირდება, რომელიც ამ ფურცლის გადაშლაში დაეხმარება". უკრაინის ლიდერმა დაამატა, რომ მათ ამ დრომდე არ მიუღიათ გამანადგურებლები, რომელსაც დასავლელი ლიდერები დაჰპირდნენ.

ზელენსკიმ BBC-სთან თავის საპრეზიდენტო ვადაზეც ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი ის 2019 წლიდან არის და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები წელს უნდა ჩატარებულიყო, უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

მისი თქმით, ის ნამდვილად განჭვრეტს დროს, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს:

"მაგრამ არა მანამ, სანამ ომი არ დასრულდება".


close დახურვა