logo
ENG



ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

20 ივლ 202417:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/vvkf209vj9mxr00.png

საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბეღელური 6 მაისს, იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა. ის ოკუპანტების პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.

ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.

რამაზ ბეღელური 2021 წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. ის ამავე სოფლის მკვიდრია. ბეღელური ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს.

რამაზ ბეღელურის დედა შვილის გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უკანონო პატიმრობისას ბეღელურს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


close დახურვა