logo
ENG



დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველო-მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

23 ივლ 202401:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/k4lxmbu5rw8mwe0.jpg

დღეს, 23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება. 

მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია. ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მომხსენებლები იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკი.

 


close დახურვა