ვინ არის მანუჩარ კაკოჩაშვილი, რომელსაც კლანი დაეყრდნო და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაჩერა. სწორედ კაკოჩაშვილის პირი, რომელმაც იჩივლა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა სასამართლომ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კანდიდატურა დაბლოკა. ამით სისტემა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებაში ჩაერია და დროებითი ღონისძიებით კახა წიქარიშვილს საბჭოს წევრობის უფლება არ მისცა. ხელისუფლებას და კლანს არ სურთ ერთი ადამიანიც კი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებულ აზრს იტყვის. კაკოჩაშვილი, რომელიც პრეზიდენტს უჩივის, იურისტია. მას კონკურსის დროს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია და კანდიდატის შერჩევის შემდეგ პირდაპირ სასამართლოს მიმართა.