logo
ENG



მეზვრიშვილი: ხმების დასაცავად ვააქტიურებთ არჩევნების დაცვის ჯგუფს

24 ივლ 202414:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/24/42ogsiurxaiwx0e.png

პარტია საქართველოსთვის ერთერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პარტია "არჩევნების დაცვის ჯგუფს" ააქტიურებს, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.

მისი თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც, პერიოდულად, საზოგადოებასაც გაუზაირებენ.

"სენატში გუშინ საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე, გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა.

პარტია გახარია - საქართველოსთვის ვააქტიურებთ "არჩევნების დაცვის ჯგუფს", რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც, პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და ოცნების ტყუილებს.

რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმარულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები "გლობალური ომის პარტიაზე" ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.

შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი ოცნებას დიდი ხანია დაწყებული აქვს.

ვაფასებთ საქრთველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - თქვა მეზვრიშვილმა.


close დახურვა