რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი და დაკავებული ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი "წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის "კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის" 2000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ჯონასმა დაკავების შემდეგ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაუსწორდა მას პოლიცია. მისი თქმით, ე.წ. რობოკოპებმა 20-30 მეტრი "ტროტუარზე ათრიეს", რა დროსაც სახესა და სხეულზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ტედ ჯონასი ასევე იხსენებდა, რომ ორი საათი პოლიციელების მანქანაში გაატარა, სადაც მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს დროგამოშვებით სცემდნენ.