logo
ENG



ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

25 ივლ 202415:32
3 წუთის საკითხავი
 

ტვ მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტსა და ოპერატორს დიდუბის ავტოსადგურ ოკრიბაზე თავს დაესხნენ. მძღოლები გადამღებ ჯგუფს სიუჟეტის გამო დაუპირისპირდნენ, რომელიც გაუმართავ, სიცოცხლისთვის საშიშ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ეხებოდა.

თავს დაესხნენ ოპერატორ ბექა პირველსა და ჟურნალისტ შოთა სადაღაშვილს. როგორც შოთა სადაღაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, დაპირისპირება სიუჟეტის გამო მოხდა, რომელიც ეხებოდა გორი-თბილისის სამარშრუტო რეისის გაუმართაობას.

მისი თქმით, ის და ოპერატორი დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, ოკრიბაზე იმყოფებოდნენ როგორც მგზავრები, თუმცა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა ისინი ამოიცნეს და უთხრეს, რომ არ მოეწონათ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტი, შემდეგ კი მათზე ფიზიკურად იძალადეს.

ოპერატორი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მას დაზიანებები აქვს ხელის, თავისა და მუცლის არეში. 

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკურად 3 ადამიანი ძალადობს. ფორმულა დეტალების გასარკვევად, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები ან დაკავებული თავდამსხმელები შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. შოთა სადაღაშვილი უკვე გადაყვანილია უწყებაში.


close დახურვა