სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. ინფორმაციას ახლობელი, ანა წერედიანი ავრცელებს.
მეტ დეტალს ფორმულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 2 მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ცნობილია, ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ.