logo
ENG



როგორ ართმევს ხმებს ემიგრანტებს ქართული ოცნება - შაბათის ფორმულა

27 ივლ 202420:23
3 წუთის საკითხავი
 

როგორ ართმევს ხმებს ემიგრანტებს ქართული ოცნება. უკვე რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საარჩევნო უბნების გახსნას უშედეგოდ ითხოვენ. ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია რომ ემიგრაციიდან მხარდამჭერების ხმების მობილიზაციას ვერ შეძლებს, ყველანაირად ცდილობს როგორმე ეს უფლება ემიგრანტებს შეეზღუდოთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ცენტრალურ საარჩევნო კომისია და დიპლომატიურ უწყებები - არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ემიგრანტები, ამ ერთ მოჯადოებულ წრეზე, უკვე თვეებია დადიან, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნას არ ითვალისწინებს და დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, ამერიკისა და ევროპის ქალაქებში არ აპირებს.


close დახურვა