logo
ENG



ნეთანიაჰუ გოლანზე თავდასხმაზე: ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია

28 ივლ 202410:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/t9qg2ymhgsu0pok.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრიბენიამმინ ნეთანიაჰუ გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებ და აღნიშნავს, რომ "ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია".

ნეთანიაჰუს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ჰეზბოლას მიერ უდანაშაულო ბავშვებისა და ხალხის მკველობის გამო შეშფოთებულია.

"პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავად ჰეზბოლა ბრალდებებს უარყოფს. 


close დახურვა