ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა.
უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაიტბორა სახლების პირველი სართულები.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მოსული ნალექი იმდენად უხვი იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა.
"წუხანდლის შემდეგ და დღეს დილითაც შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახური ახორციელებს დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვას. ამ ეტაპისთვის, იდენტიფიცირებულია 12-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა, ძლიერი ქარის შედეგად...
ათეულობით სახლის სახურავია დაზიანებული და ასევე დატბორილია სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. სამწუხაროა, რომ წელს სტიქიამ მუნიციპალიტეტი ბევრჯერ აზარალა", - განაცხადა ლაგოდეხის მერმა.