logo
ENG



ოპოზიციური კოალიცია თუ რამდენიმე გაერთიანება - ამომრჩევლის აზრი Edison Research-ის კვლევით

28 ივლ 202422:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/6knv9wckj3ghmra.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა (როგორც ყველა, ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სიმრავლიდან), სამთავრობო პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებას შორის, არჩევანს ოპოზიციური გაერთიანების სასარგებლოდ აკეთებს.

პროცენტული მაჩვენებლით, კვლევის შედეგები ასეთია:

პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, იმავე კითხვაზე მიღებული პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ამავე კვლევის თანახმად, 60%-ს არჩევნებში პროევროპული ოპოზიციური პარტიების ერთიანი სია სურს, 40%-ს კი ცალკეული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.

იმავე კითხვაზე ოპოზიციის ამომრჩეველსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველში პროცენტული მაჩვენებლი ასე გადანაწილდა:

კითხვაზე, რა შემთხვევაში აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი 2024 წლის არჩევნებში, 61% ამბობს, რომ ერთიანი სიით, 39%-ის თქმით კი - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.


close დახურვა