logo
ENG



კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია

02 აგვ 202418:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/dt9ddexavby25g0.png

კრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე საუბრისას გააკეთა.

"კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როცა ის ალფაში მსახურობდა, მასთან ერთად მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე თანამშრომელიც. რა თქმა უნდა გუშინ, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, მიესალმნენ", - თქვა პესკოვმა.

ვადიმ კრასიკოვს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯლი - ის მსჯავრს ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა.

***

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი. კრასიკოვს რუსეთში ჩასვლისას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახვდა. 

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მოკლეს. მეორე დღეს დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავდა, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფდა.

 

 


close დახურვა