logo
ENG



ჟურნალისტ აფგან სადიგოვს პატიმრობა შეეფარდა

04 აგვ 202422:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/04/fv7o11pqz5e3ogy.png

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. 

ჟურნალისტის უფლებადამცველი საქალაქოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი - შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა. 

როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, სადიგოვი "2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა".

მოგვიანებით ადვოკატმა თქვა, რომ სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით მოხდა.


close დახურვა