logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი მოკლა

05 აგვ 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/oai7vjvqstxmyo1.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელმაც ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი მოკლა. შსს-ს თანახმად, დაკავებული 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ადამიანია.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა