logo
ENG



ისრაელის მედია: ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს

05 აგვ 202415:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/1s367x0cikrckyz.jpg

ისრაელის საინფორმაციო პორტალის, Ynet-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების ძალების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა განიხილეს.

ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ გამოჩნდება სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც სრული დამაჯერებლობით იტყვის, რომ გარკვეულ ადგილას ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება.

ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საპასუხო დარტყმა ირანში აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული ჰამასის დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობას მოჰყვება. თუმცა, ირანი ჰანიეს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს

სხვადასხვა მედიების ცნობით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე დარტყმა დღეს, 5 აგვისტოს განახორციელოს.


close დახურვა