logo
ENG



პრეზიდენტის პრესკონფერენციას მედიასთან საზმაუ და სამთავრობო არხები არ ესწრებიან

05 აგვ 202421:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/cseg8dainxpzsz1.png

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა. 

ზურაბიშვილმა პრესკონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხი სამჯერ მიიწვიეს სხვადასხვა ფორმატში, თუმცა მათგან სამივეჯერ უარი მიიღეს, რაც პრეზიდენტის თქმითვე, ქარტიის დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პრესკონფერენციას ჟურნალისტებთან არ ესწრებიან სამთავრობო და პროსახელისუფლებო მედიებიც - იმედი, რუსთავი 2 და POSTV.

"მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი იმას, რომ ორი არხი არ ესწრება აქ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული - როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზმაუ მესამედ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი., მეორედ - ცალკე ინტერვიუ და მესამედ დრეს, რომელიც ნამდვილად საყოველთაო ფორმატია, სამივეჯერ უარი მივიღეთ. ეს არის მათი ქარტიის დარღვევა. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში რა ხდება მედიასივრცეში"- თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა