logo
ENG



პრეზიდენტის თქმით, მთავარი მიზანია, 5%-ს ქვემოთ პარტიების ხმები არ დაიკარგოს

05 აგვ 202421:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/05/kw3w7jifmws7353.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ყველა ყველას უნდა დაეხმაროს ხმების დაცვაში".

მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე მან პატარა პარტიების გაერთიანებებში შესვლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი მიზანია, იმ 5%-ს ქვემოთ პარტიების ხმები არ დაიკარგოს და ქართულ ოცნებაში არ გადავიდეს.

"ვფიქრობ, რომ გამსხვილებაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეს არის ის, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და პარტიები, რომლებსაც არ აქვთ გარანტია, მიიღონ 5% და არ გახდნენ რეალურად, ოცნების გამსხვილების საშუალება, ანუ ანტიევროპული პარტიის, ამათმა არ დაკარგონ ხმები. და ის, რაც ხდება დღეს, მგონი აქეთკენ მიდის და მე მივესალმები იმ გამსხვილებებს, რაც არსებობს. ჩემი საქმე არ არის, რომ მათ ვურჩიო ვინ ვისთან და როგორ, ჩემი საქმეა, რომ ვუთხრა ყველას: ყველა მივიდეს არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

ყველა ყველას უნდა დაეხმაროს ხმების დაცვაში და ყველა ყველას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ პატარა პარტიები მიიღონ და არ იყოს ის რისკი, რომ 5%-ს ქვემოთ ვინც იქნება, ეს ხმები არ გადანაცვლდეს ოცნებაში. ეს არის მთავარი მიზანი"- თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა