logo
ENG



აშშ-მა საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა შეუწყვიტა

06 აგვ 202417:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/kd72qkhr8cxaeg1.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-ის დაფინანსებული საზაფხულო სკოლის პროგრამა შეუწყვიტა. ინფორმაცია ფორმულას საკონსტიტუციო სასამართლოშიც დაუდასტურეს.

საუბარია სამართლის უზენაესობის პროგრამაზე, რომელსაც USAID აფინანსებდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზანი სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება იყო.

პროგრამის შეწყვეტას ქართულ ოცნებაში უკვე გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "ზეწოლის ინსტრუმენტი" უწოდა.

"მათი გადასაწყვეტია, სად, რა დაფინანსება მიმართონ. ეს სხვათა შორის გარკვეულწილად კარგი პროცესიც არის, უკვე ბუღალტერიაშიც ვერკვევით. ის რაც გაუმჭვირვალე იყო ქართველი ხალხისთვის, ამით მაინც ხდება გამჭვირვალე. როდესაც ეს გამოიყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, იმისთვის რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა, ეს არ არის სწორი, მეგობრული მიდგომა. [...] ვამჯობინებდი, რომ განმარტება გაეკეთებინათ 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების დამალვასთან დაკავშირებით, რომელშიც USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა იყო ჩართული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.


close დახურვა