logo
ENG



"მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ" - პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

07 აგვ 202417:08
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, მან სოფელ ერგნეთში ომის მუზეუმი მოინახულა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოების ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის მომავალიც ევროპაშია.

ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სოფელი, სადაც ის იმყოფებოდა, ომის შემდეგ მთლიანად "უცხო აგენტების" ფულითაა აღდგენილი.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკა ამ მიმართულებით და დასვა კონკრეტული შეკითხვები, რომლებიც მმართველიი პარტიის უმოქმედობაზე მიუთითებს.

"მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა. იქით [საოკუპაციო ხაზს მიღმა] მცხოვრებ ადამიანებს, არიან ისინი ქართველები თუ ოსები, არ აქვს მნიშვნელობა, მათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები. მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი, არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი. კიდევ ერთხელ - არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა, ეკლესიების დაცვა. მე მაინტერესებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთში ან ოსეთში? რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი? ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთის ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია? სად არის შერიგების მინისტრი? რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?

არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია "უცხო აგენტების" ფულით"- თქვა ზურაბიშვილმა. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა


close დახურვა