logo
ENG



"უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, სახლების სარდაფები, შეფერხდა მოძრაობა"- ბათუმის მერია

12 აგვ 202423:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/12/p3fydkly2cyelmf.jpg

ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები გამოიწვია - დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი საცხოვრებელი სახლების სარდაფები. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. 

"ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული შეფერხებები გამოიწვია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ასევე გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა.

ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ინტენსიურად, ამ დრომდე იწმინდება სანიაღვრე ჭები და ზღვაში გამსვლელი არხები. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი"- ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი წვიმა იყო წალენჯიხაშიც. სოფელ საჩინოში დაიტბორა სახლები, განადგურდა მოსავალი.


close დახურვა