logo
ENG



ქალის ჯგუფურად გატაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ერთს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი

14 აგვ 202412:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/6t5si8joxae8ua6.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალის გატაცების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთ სექსუალურ ძალადობაშიც ედება ბრალი.

შემთხვევა კახეთის სოფელ კაბალში 28 ივლისს მოხდა. გატაცებული ქალი მეორე დღეს დააბრუნეს.

გამოძიების თანახმად, ცოლად შერთვის მიზნით, 26 წლის ბრალდებულმა 24 წლის ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული 4 ადამიანი.

პოლიციამ გატაცებული ქალი სოფელ ყარაჯალაში იპოვა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა