logo
ENG



იაპონიის პრემიერმინისტრი გადადგომას აპირებს

14 აგვ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/a0yk8x2q71veugj.jpeg

იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა შემდეგ თვეში გადადგება. ეს ხდება იმის ფონზე, რომ საზოგადოებაში მის მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

"პოლიტიკა ვერ იფუნქციონირებს საზოგადოების ნდობის გარეშე. მე მივიღე ეს მძიმე გადაწყვეტილება საზოგადოებაზე ფიქრით, პოლიტიკური რეფორმების წინ წაწევის ძლიერი ნებით", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

კიშიდა ლიბერალ დემოკრატიული პარტიის (LDP) თავმჯდომარის პოსტზე კენჭს აღარ იყრის. LDP ახალი თავმჯდომარეს და შესაბამისად პრემიერმინისტრს სექტემბერში აირჩევს.

ფუმიო კიშიდა პრემიერმინისტრი 2021 წელს გახდა, თუმცა მისმა რეიტინგმა კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც საკამათო გაერთიანების ეკლესიასთან LDP-ს კავშირების შესახებ გამჟღავნდა. მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა, როდესაც ცნობილი გახდა აღუწერელი პოლიტიკური შემოწირულებების ფონდის შესახებ, რომელიც LDP-ს თანხების მოზიდვის ღონისძიებაზე გაკეთდა. გარდა ამისა, მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები იზრდებოდა.

გასულ თვეში მისი მოწონების რეიტინგი 15,5 პროცენტამდე დაეცა, რაც ათეული წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


close დახურვა