logo
ENG



პენიტენციური ქუთაისში პატიმრების მოწამვლაზე: ჩივილები ენტეროვირუსის სიმპტომებს შეესაბამება

14 აგვ 202418:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/oa66d1hvjyonj07.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მსჯავრებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს შეესაბამება.

უწყება წერს, რომ მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

***
პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
ადვოკატები ფორმულასთან ამბობდნენ, რომ ენტეროვირუსის სიმპტომები 15 პატიმარს აღენიშნება და ისინი ქუთაისიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში იყვნენ გადმოყვანილები.

 

close დახურვა