logo
ENG



ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის დელეგატების ნაწილი წარადგინა

15 აგვ 202417:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/glts7xlhz6nx0et.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დელეგატების ნაწილი წარადგინა. 

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დელეგატების სისტემა შემოიღო. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ამით ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის გამყარება და ნაკლოვანების აღმოფხვრა სურთ. 

დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებზე იქნებიან მიმაგრებულნი. როგორც კობახიძემ განმარტა, ისინი კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი. 

"ქართული ოცნება" დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. კობახიძემ 22 დელეგატი დაასახელა, რომელთაგან დიდი ნაწილი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ უახლოეს დღეებში წარადგენენ. გარდა ამისა, პროპორციული სია სექტემბერში იქნება მზად. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა დელეგატი ქართული ოცნების პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე.

"შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან. 

არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით", - თქვა კობახიძემ. 

სია:

  • გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი
  • რუსთავი და გარდაბნის სოფლები - ირაკლი შატაკიშვილი,
  • მარნეული-გარდაბანი - ზაურ დარგალი
  • ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკი - დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი)
  • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი - ანტონ ობოლაშვილი
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი
  • მცხეთა-მთიანეთი - დიმიტრი ხუნდაძე
  • გორი-კასპი - ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი) 
  • ხაშური-ქარელი - ზაზა დუგლაძე
  • ქუთაისი - ზაზა ლომინაძე
  • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი - გივი ჭიჭინაძე
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე
  • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული - ზვიად შალამბერიძე, (მოქმედი გუბერნატორი)
  • ზუგდიდი - დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
  • ფოთი-ხობი-სენაკში - გიორგი ხახუბია
  • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ - ილია ინჯია (ბიზნესმენი).
  • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ვასიკო ჩიგოგიძე
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში - გოჩა ენუქიძე 
  • ბათუმი - არჩილ ბერიძე, (ალილოს სოლისტი)
  • ქობულეთი - გია ჭყონია, (ბიზნესმენი)
  • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო - ანზორ ბოლქვაძე.

close დახურვა