logo
ENG



ტრამპი: კამალა ჰარისის უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია, თუმცა მე უკეთ გამოვიყურები

18 აგვ 202413:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/18/dpkcnhugwpz8sv2.jpg

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება.

"არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება... ამბობენ, კამალა ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე მასზე უკეთ გამოვიყურები", - თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოპარა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი გაბრაზებულია და ჰარისი სძულს.

"ჯო ბაიდენს კამალა სძულს. ეს იყო პრეზიდენტის დამხობა", - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა კამალა ჰარისის ეკონომიკური პროგრამაც გააკრიტიკა.

"გუშინ კამალამ თავისი ე.წ. ეკონომიკური გეგმა წარადგინა. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან საკვებისა და საცხოვრებლის ღირებულებას შეამცირებს, თუმცა მისი პირველი დღე სამწელიწად ნახევრის წინ იყო", - განაცხადა ტრამპმა.

 

 


close დახურვა