ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში - ნოვოსიბირსკში იფრენს.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 29 სექტემბრიდან დაიწყება.
ამ ეტაპზე Georgian Airways თბილისიდან მოსკოვისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებით დაფრინავს.
ავიაკომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფრენების დაწყების გამო უკრაინის მიერ სანქცირებულია, მას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.