logo
ENG



მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა პაპუაშვილის "მუქარის განცხადებაზე" გამოძიებას არ დაიწყებს

21 აგვ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, დღეს საგამოძიებო უწყებაში, გასაუბრებაზე დაიბარეს

პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მეზვრიშვილმა თქვა, რომ საგამოძიებო უწყება არ აპირებს გამოძიების დაწყებას შალვა პაპუაშვილის "მუქარის შემცველ განცხადებაზე".

მეზვრიშვილის თქმით, ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობაც. 

"დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული დაეფარა და ამ პროცესში ვყოფილიყავი მონაწილე. 14 წელი ამ უწყებაში ვმუშაობდი და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, როცა სცადეს ჩემთან გასაუბრება გამოძიების დაწყებამდე. [...] განცხადება, რომელიც მოიცავს პარლამენტის თავმჯდომარის მუქარას, რეალიზებულ ძალადობას, დასისხლიანებულ კადრებს, ოცნების ზონდერ აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიებში ხელის შეშლას, პარლამენტის წევრების აღიარებებს, ამაში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. ყოველი შემდგომი ძალადობა იქნება პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ბატონი პაპუაშვილის, არამედ პროკურატურის", - ამბობს მეზვრიშვილი. 

11 აგვისტოს ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა  პროკურატურას მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარონ. მისი თქმით, შალვა პაპუაშვილს "არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელება აბარია".


close დახურვა