logo
ENG



115 მომხრე, 3 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო განხილვები აქციის ფონზე

23 ივნ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტთან შეკრებილები რურუას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

შენობაში კი პროექტის ბედი 2-მა ხმამ გადაწყვიტა, საჭირო რაოდენობის მოსაგროვებლად მმართველ პარტიას განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდა.

„ქართული ოცნება“ რეგრესულს და რადიკალურს უწოდებდა საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც დღეს ბოიკოტის რეჟიმი არ დაარღვია.

ოპონენტები კი ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის შესასრულებლად და გიორგი რურუას გასათავისუფლებლად 29 ივნისამდე კიდევ აქვს დრო. 


close დახურვა