logo
ENG



116-ე სკოლაში მერვეკლასელ მოსწავლეს თანასკოლელმა ჭრილობა სავარაუდოდ საწერი კალმით მიაყენა

04 დეკ 201912:07
3 წუთის საკითხავი
 
iqe3n64z2kv7zz8.jpg

ინცინდენტი 116-ე სკოლაში - გუშინ სკოლის მოსწავლეების დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის მსუბუქი ჭრილობით დასრულდა. შელაპარაკების შემდეგ, მერვეკლასელ მოსწავლეს თანასკოლელმა ჭრილობა სავარაუდოდ, საწერი კალმით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

116-ე სკოლასთან გამომძიებლები დღესაც იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრა მოხდა ცივი იარაღით და ამ ინციდენტს ადგილი ჰქონდა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს. ერთ-ერთი ვერსიით კი გაკვეთილი ცდებოდა და ფაქტი საკლასო ოთახში მოხდა. ამ ინფორმაციას უარყოფს შსს-ც და ამავე სკოლის დირექტორი ნინო ჯღარკავაც.  

"ჩვენ ესე გვითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არაა. დერეფანში მოხდა დაპირისპირება. შეჯგუფდნენ ბავშვები. ერთი მანდატური ყოველთვის ზის კამერებთან და აკონტროლებს ვითარებას. როცა დააფიქსირდა რაღაც არეულობა, უთხრა მეორე მანდატურს, რომ მიექცია ამ ფაქტისთვის ყურადღება. მოსწავლემ, რომელმაც დაზიანებამ მიიღო, ცოტა ხანში მითხრა, რომ პასტით რაღაც გამეჩხაპნაო და ჩავიყვანეთ ექიმთან. არაა გამორიცხული, რომ საერთოდ მეორე მოსწავლემ ხელი აიქნია და ამ დროს მოხდა შემთხვევა",- აღნიშნავს ნინო ჯღარკავა.

ამ დროისთვის ორივე მოზარდი სახლში იმყოფება. შსს მომხდარ ფაქტს 120-ე მუხლით იძიებს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ აღნიშნულ ფაქტზე სპეციალური განცხადება მანდატურის სამსახურმაც გაავრცელა. უწყების ცნობით, ბავშვის ჯანრმთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 


close დახურვა