logo
ENG



პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც სამტრედიაში მეზობელი მოკლა

22 აგვ 202423:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/eakuk7dm4iu18hc.png

პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 20 აგვისტოს სამტრედიაში მეზობელი ქალი მოკლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამტრედიაში ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა", - აცხადებენ პროკურატურაში.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა