logo
ENG



Politico: საქართველოს მთავრობა, "ჩრ. კორეის სტილში", ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს

24 აგვ 202401:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/zjo7s6do30mwhv6.jpg

ქართული ოცნების და მისი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოაცხადებს, გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს

გამოცემის სტატია იწყება ანალიტიკოსების მოსაზრებით, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი "საქართველოში დემოკრატიის დასასრული იქნება."

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და თბილის შორის რუსული კანონის გამო ისედაც გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ოლიგარქის პარტიის ეს გეგმა საქართველოს ევროპულ კურსს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. 

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და ერთპარტიული პარლამენტი დააანონსა. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევა 2 სუბიექტი - "ქართული ოცნება და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება", კერძოდ, ენმ, რომელსაც მმართველი პარტია "საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთანავე არაკონსტიტუციურად ცნობით" ემუქრება. 

კობახიძე ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა, პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს და ის მიიჩნევს, რომ "ლოგიკური გაგრძელება იქნება" მათთვის მანდატების გაუქმება.

20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.


close დახურვა