logo
ENG



ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

24 აგვ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/v89jxiemlyhwseb.jpg

პალესტინური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა იერიშები ხან-იუნისის აღმოსავლეთით და ალ-ნუსეირათის ბანაკის ტერიტორიაზე განახორციელა.

თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.


close დახურვა