ხარკივში გამოავლინეს რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების შესახებ რუსეთის დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხარკივის მოქალაქე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მძღოლი იყო. 2024 წლისთვის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ტელეგრამით დაუკავშირდა და რუსეთისთვის უკრაინის შესახებ ცნობების მიწოდებას დათანხმდა.
კაცი ხარკივში სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ფარულად უკრაინის ჯარისკაცებისა და სამხედრო შეიარაღების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას უგზავნიდა.
ბრალდებული ასევე ცდილობდა პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. ის აღნიშნულ ინფორმაციას ტელეგრამის საშუალებით რუსეთის წარმომადგენელს აწვდიდა.
ხარკივის მოქალაქე რუსეთისთვის ინფორმაციას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აგროვებდა.