logo
ENG



რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

26 აგვ 202423:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/26/ijl53lx9oxqqbfz.png

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 47 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები. დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეს 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა.


close დახურვა