logo
ENG



სააგენტო: გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

27 აგვ 202416:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/0y0yymgrajavstl.jpg

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, პრევენციის მიზნით კი, ვაქცინირებულია 770 ცხოველი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტოიაზე კარანტინი გამოცხადდა.

"ჩატარდა დეზინფექცია, ცხოველთა ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი. არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ჯანდაცვის სამსახურს.

მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში", - წერს სააგენტო.

მათივე ცნობით, 2012 წელთან შედარებით, ცხოველებში ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული.


close დახურვა