logo
ENG



ზელენსკი: უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

27 აგვ 202417:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/73iinv9dabsz357.jpeg

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

მისი თქმით, უკრაინა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას აგრძელებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაკეტა უკვე წარმატებით გამოსცადეს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ზელენსკის თქმით, ფიქრობდა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, თუმცა სურდა, საზოგადოებას შეეფასებინა ადამიანები, რომლებიც თავდაცვით საწარმოებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. 


close დახურვა